logo
ENG



თავდასხმა კრიტიკის პასუხად- "ოცნება" დებიძინიზაციაზე

14 ივლ 202220:22
3 წუთის საკითხავი
 

რაც უფრო უახლოვდება ივანიშვილს სანქციები, მით უფრო შორდება ხელისუფლება დასავლეთს. "სამარცხვინო" უწოდა ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტარს, რომელმაც განაცხადა, რომ დეოლიგარქიზაციაში დებიძინიზაცია იგულისხმება. დასავლელი პარტნიორები დღესაც იმეორებენ, რომ სურთ საქართველოს დახმარება ევროინტეგრაციის გზაზე, მაგრამ ხელისუფლება ახალ-ახალ დაბრკოლებებს ქმნის. თბილისიდან ბრიუსელში დღეს მკვეთრად არადიპლომატიური მოწოდებები გაიგზავნა, ივანიშვილის კაპიტალის დასაცავად, ოლიგარქის ხელისუფლება ახალი ძალებით დაირაზმა. ამ ფონზე მალე თბილისში სწორედ იმ ევროპარლამენტარების დელეგაცია ჩამოდის, რომელსაც ივანიშვილის ოცნებამ კრიმინალების მფარველი უწოდა.


close დახურვა